საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის წევრებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვდა.  შეხვედრაზე, რომელიც თსუ ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გაიმართა, ჯაბა სამუშიამ თავისი წიგნის, -„თამარ მეფის საფლავის საიდუმლოების” შესახებ ისაუბრა.

 

თსუ რექტორმა სტუდენტებთან მიმოიხილა თამარ მეფის საფლავთან დაკავშირებული დღემდე ბურუსით მოცული საიდუმლოები,  თამარის ეპოქის დროინდელი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ამ პერიოდის ქართული და უცხოური ისტორიული წყაროები.

 

ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს წარმოდგენილი წიგნის შექმნასა და გამოცემასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები გააცნო, უპასუხა  მათ კითხვებს, ბოლოს კი გაიმართა დისკუსია.

 

სტუდენტებმა თსუ რექტორი ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ახალი ნაკადის პირველ შეხვედრაზე მიიწვიეს. ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი თსუ-ში 7 წლის წინ დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში სტუდენტების წინაშე ცნობილი მწერლები, მთარგმნელები, ავტორები წარდგნენ, რომლებმაც მათ საკუთარი შემოქმედება, თანამედროვე ლიტერატურასა და მწერლობაში არსებული მიმართულებები და საინტერესო ამბები გაუზიარეს.
 

შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, კლუბის სხვა წევრები დაესწრნენ.

თარიღი: 13/12/2023