საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“ წარდგენა

ქალაქ ლაგოდეხში 8 თებერვალს წიგნის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის“ წარდგენა შედგა. წიგნი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიას, კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და გამოჩენილი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოიცა და მისი ავტორი, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილია.  თანაავტორები, სტუდენტები: თამარ ტეფნაძე, გვანცა მიქელაშვილი, ლაშა ქარქუსაშვილი და მარიამ ბაინდურაშვილი არიან.

წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ ლაგოდეხის მერი: ჯონდო მდივნიშვილი,  საკრებულოს თავჯდომარე კახა ჯამბურია, მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საჯარო სკოლის მასწავლებელები  და მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 104 წლის იუბილეს მიეძღვნა.

თარიღი: 09/02/2022