ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის - „ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანი სასამართლოს უფლება“ პრეზენტაცია.
ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია ნინო გვენეტაძე, სამართლის დოქტორი და თსუ-ს პრორექტორი, ხოლო ავტორი - ეკა ხუციშვილი, იურისტი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი.
წიგნი წარმოადგენს პირველ კომპლექსურ კვლევას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც აანალიზებს ხელოვნური ინტელექტის გავლენას სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე ევროპული და ამერიკული სტანდარტების ჭრილში.