საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნების შედეგები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრები აირჩიეს. თსუ სენატის წევრთა არჩევნები 7 ფაკულტეტსა და 16 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა,  კენჭისყრა 23 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. 
 

სენატის არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გაიმართა. კენჭისყრის შედეგად აირჩა წარმომადგენლობითი საბჭოს 74 წევრი, აქედან: 32 - აკადემიური პერსონალი, 26 - სტუდენტი, 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა, სენატის არჩევნების კენჭისყრის პროცესი 17:00 საათზე დასრულდა. არჩევნები გაიმართა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე.
 

 თსუ 2022 წლის წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 96 კანდიდატი, აქედან: 35 პროფესორი, 43 სტუდენტი და 18  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი.
 

თსუ სენატი აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე. ფაკულტეტებიდან სენატის წევრებად აირჩევიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.


იხილეთ საარჩევნო კომისიის შემაჯამაბელი ოქმი.

 

 

თარიღი: 28/11/2022