გამოცხადდა საბუთების მიღება 2020-2021 სასწავლო წლის ჩინეთი/ UNESCO-ს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების სწავლას ჩინეთის უნივერსიტეტებში.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის პირობების, აუცილებელი საბუთების და ჩინეთის უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ დანართში ( 1; 2.) და ბმულზე;
გარდა ბმულზე მითითებული საბუთებისა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
CV
სამოტივაციო წერილი
განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 10 მარტის ჩათვლით.
ეს ინფო ასევე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებზე.