საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება რეგისტრაცია „თემის ელჩების“ პროექტზე „ახალგაზრდები ნატოში ინტეგრაციისთვის“

თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით იწყება პროგრამის - „თემის ელჩების“ - ერთი-ერთი გამარჯვებული პროექტი: „აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში“.

პროექტი მოიცავს თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოს სტრუქტურის, ფუნქციებისა და ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის მნიშვნელოვანი დეტალები:
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს.
პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან (ქართ. და ინგლ.) სერტიფიკატს. დებატებსა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
აქტივობების ძირითადი ნაწილი ჩატარდება შაბათ-კვირას.
პროექტის სამუშაო ენა არის ქართული.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21.03.2021, 21:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ფეისბუქ გვერდი: ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის • Youth for NATO Integration

თარიღი: 11/03/2021