საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებულ ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე – “მიგრაციის მართვა”.

 

სწავლის საფასური  სემესტრულად შეადგენს 1125 ლარს.

 

სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი. 

 

მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების შიდასაუნივერსიტეტო რეგულაციები.

 

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) იწარმოებს: 25 აგვისტოდან - 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები,  წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს, ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენისB2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი შესაძლოა გათავისუფლდეს უცხო ენის გამოცდისაგან). 

 

ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ნინო ფარსადანიშვილი- 599 65 95 77; 

ელ-ფოსტა: migration.magister@tsu.ge

 

თარიღი: 28/07/2021