საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე – მიგრაციის მართვა

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებულ ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე – “მიგრაციის მართვა”.
     
სწავლის საფასური  სემესტრულად შეადგენს 1125 ლარს. 
სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი. 
მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების შიდა საუნივერსიტეტო რეგულაციები.

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) იწარმოებს: 26 აგვისტოდან - 2 სექტემბრის ჩათვლით, თსუ პირველ კორპუსში მეორე სართულზე, აუდიტორია N 201ა, 10:00-დან 18:00 საათამდე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები,
წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს (A, B ან C ტიპის ტესტი),
ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისაგან). 
პროგრამის ინტერდისციპლინურობიდან გამომდინარე პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე შეუძლიათ როგორც A ასევე B ან C ტიპის ტესტის ჩაბარება.

ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ნინო ფარსადანიშვილი - 599 65 95 77; 
სოფო გვაზავა - 577 22 07 00;
ელ-ფოსტა: migration.magister@tsu.ge


თარიღი: 23/08/2019