საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება ევროპული და საერთაშორისო მმართველობაში გაფართოებული სწავლების პროგრამაზე

ცხადდება მიღება 2025-2026 აკადემიურ წელს დაგეგმილი ევროპული და საერთაშორისო მმართველობაში გაფართოებული სწავლების პროგრამაზე (Master of Advanced Studies in European and International Governance (MEIG Programme)).  

 

პროგრამა შემოთავაზებულია ჟენევის უნივერსიტეტის მიერ, ჟენევაში გაეროს ოფისთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს მონაწილეებს გადასცეს ცოდნა ევროპული და საერთაშორისო მმართველობის შესახებ. არსებობს ნაწილობრივი სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: www.meig.ch

თარიღი: 05/11/2024