საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული   ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 


სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:


ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება (სავალდებულოა, ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების ან/და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით; სასურველია გერმანული ენის ცოდნა)

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

https://www.uni-salzburg.at/index.php?id=52&L=1


ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

https://www.europa-uni.de/en/index.html


კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა

სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ესპანური ენა და ლიტერატურა

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

https://www.udc.es/index.html?language=en


უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)

სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

http://www.univ-paris8.fr/en/


უნივერსიტეტი ლიონი 2 (საფრანგეთი)

სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ტურიზმი, ეკონომიკა, ისტორია, არქეოლოგია, იურიდიული, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

https://www.univ-lyon2.fr/www0-home-157320.kjsp?RF=WWW_EN


ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია)

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობა (ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ეკონომიკა)

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

https://www.fu-berlin.de/en/index.html


ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გამოყენებითი ბიომეცნიერებები (კვების ბიოტექნოლოგია)

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

https://www.lunduniversity.lu.se/


ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სკანდინავისტიკა

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

https://www.uio.no/english/


ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

http://www.uni-saarland.de/nc/en/home.htm



კონკურსზე დაშვების წინაპირობა:

ინგლისური, გერმანული, ესპანური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ფრანგული: DELF, DALF - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)

ან   თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2018 წლის 9 ოქტომბერი; 2019 წლის 13 მარტი; მინიმუმ 71 ქულა)


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 8 აპრილის 15.00-დან 17.00 საათამდე დროის მონაკვეთში).

რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე) 

შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1

ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია

ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; ინგლისურ ენაზე)

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერ იფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)

სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!)


დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - 

mobility.tsu.ge 

ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 5 აპრილის 13:00 საათამდე!


სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!


დამატებითი ინფორმაცია: 

თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგის/ცნობის მიღება შესაძლებელია reference@tsu.ge-დან; მოგვწერეთ ა/წ 30 მარტამდე  სახელი და გვარი ქართულ/ინგლისურ ენაზე (როგორც ID-ში გაქვთ დაფიქსირებული), ფაკულტეტი, ჩაბარებული ენა და ცნობას მეილზევე მოგაწვდით სკანირებული სახით; 

გასაუბრებები იგეგმება ა/წ 11-12 აპრილს;

გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე ა/წ 8 აპრილის  დღის ბოლოს;

გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 5 აპრილის 18 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები; 

შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებგვერდზე!

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;





                                                            



 

 

 

თარიღი: 19/03/2019