საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სადოქტორო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (3 ან 5 თვე)
https://www.udc.es/index.html?language=en
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (4 ან 5 თვე)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
ცენოვის ეკონომიკის აკადემია (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uni-svishtov.bg/en
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ევროპისმცოდნეობა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uniroma1.it/it/pagina-strutturale/home
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი): ეკონომიკა, ეკოლოგია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მდგრადი განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, იურიდიული
მობილობის პერიოდი: მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
საკონტაქტო პირი დაინტერესების წერილის მისაღებად: fattoretti@unitus.it
http://www.unitus.it/

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2018 წლის 9 ოქტომბერი; მინიმუმ 71 ქულა)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში)
რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
საკვლევი გეგმის მონახაზი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
მაგისტრის დიპლომი
მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების რომელიმე პროფესორს)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათამდე!

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაცია:

სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას;
თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგის/ცნობის მიღება შესაძლებელია reference@tsu.ge-დან; მოგვწერეთ ა/წ 18 ოქტომბრამდე სახელი და გვარი ქართულ/ინგლისურ ენაზე (როგორც ID-ში გაქვთ დაფიქსირებული), ფაკულტეტი, ჩაბარებული ენა და ცნობას მეილზევე მოგაწვდით სკანირებული სახით;
გასაუბრებები იგეგმება ა/წ 29-30 ოქტომბერს;
გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე ა/წ 26 ოქტომბრის დღის ბოლოს;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 24 ოქტომბრის 18:00 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები;
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;





თარიღი: 09/10/2018