საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ფრანგული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, ეკონომიკა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სოციოლოგია, სოციალური მუშაობა (სავალდებულოა, შესაბამისი სამუშაო/სტაჟირების გამოცდილების ქონა)
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება 
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სკანდინავიური ფილოლოგია 
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ჰუმანიტარული მეცნიერებები 
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი


ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
 ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ფრანგული: DELF, DALF - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
ან თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2018 წლის 9 ოქტომბერი; 2019 წლის 13 მარტი; მინიმუმ 71 ქულა)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
 ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი 
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
 ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
 ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 8 აპრილის 15 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში)
 რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე) 
 შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
 სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - 
mobility.tsu.ge 
ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 5 აპრილის 13:00 საათამდე!

სტიპენდია მოიცავს:
 უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
 შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი ინფორმაცია: 
 თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგის/ცნობის მიღება შესაძლებელია reference@tsu.ge-დან; მოგვწერეთ ა/წ 30 მარტამდე  სახელი და გვარი ქართულ/ინგლისურ ენაზე (როგორც ID-ში გაქვთ დაფიქსირებული), ფაკულტეტი, ჩაბარებული ენა და ცნობას მეილზევე მოგაწვდით სკანირებული სახით; 
 გასაუბრებები იგეგმება ა/წ 11-12 აპრილს;
 გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე ა/წ 8 აპრილის  დღის ბოლოს;
 გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 5 აპრილის 18 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები; 
 შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge.







თარიღი: 19/03/2019