საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად უნივერსიტეტ რენი 1-ში (საფრანგეთი)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების აკადემიურ პერსონალს (სასურველია, სამუშაო გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიმართულებით). 

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
 დოკუმენტაციის განხილვა;
 გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 16 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი; 
 ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
 ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
 სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერილი ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის - თეა გერგედავას მიერ) დანართი 1;
 დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი არ არის სავალდებულო, ელ-ფოსტაზე მიღებული თანხმობაც საკმარისია).

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 კვირა (2019 წლის ივლისის ბოლო)

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია: 
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge.


თარიღი: 08/07/2019