საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მეექვსე საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტის მიერ (თურქეთი) ორგანიზებულ მეექვსე საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად (International Week on: Adaptation of International Students).
                  
განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ თსუ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი ფაკულტეტებიდან: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+ 2 დღე მგზავრობისთვის)
მობილობის პერიოდი: 2018 წლის 16-20 აპრილი
სამუშაო ენა: ინგლისური
კვირეულის პროგრამა: დანართი 1

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 26 მარტის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2)
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)

შერჩევის საფეხურები:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:
დღიურ სტიპენდიას (140 ევრო) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო
დაზღვევის ხარჯები!
შენიშვნა:
აუცილებელია კანდიდატი ჩართული იყოს თსუ-ში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების მიღებაში;
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

თარიღი: 20/03/2018