საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში

ცხადდება  კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში
 
სტიპენდიების ჩამონათვალი:
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ენების ცენტრის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
მობილობის პერიოდი: 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, 
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
      უნივერსიტეტი ლიონი 2 (საფრანგეთი)
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
 
  საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი,
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა (2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
 
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
 ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (უცხო ენაზე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 ფოტო ¾-ზე (იტვირთება პერსონალური ინფორმაციის ველში);
 პასპორტის ასლი;
 ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე; კონკურსანტი ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში უთითებს რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებს, რის საფუძველზეც, რეკომენდატორს, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ელ-ფოსტის საშუალებით სარეკომენდაციო ბმული შესავსებად.  რეკომენდატორის მიერ აუცილებლად სააპლიკაციო ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციის გადმოგზავნა);
 შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1 ;
 დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან; დაინტერესების წერილი არ არის საჭირო რჟეშოვის უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში);
 სასურველი უნივერსიტეტის ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 2 უნივერსიტეტზე).
 
 
დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - 
ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 13 დეკემბრის 18:00 საათამდე.
 
 
სტიპენდია მოიცავს:
 დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
 შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელიც ამავე დროს იკავებენ ადმინისტრაციულ თანამდებობას განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე კონკურსებიდან: ,,აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდია’’  და  ,,ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდია’’  მხოლოდ ერთში;
 დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
 შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე;
 მიმდინარე კონკურსის საფუძველზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სტიპენდიის მოპოვება;
 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
 გასაუბრებები იგეგმება ა/წ 18 დეკემბერს;  
 გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
 გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 17 დეკემბრის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.
 
თარიღი: 21/11/2019