ჩეხეთის მთავრობის მიერ 2024-2025 აკადემიური წლისთვის ცხადდება მიღება სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებზე. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლება როგორც ინგლისურ, ასევე ჩეხურ ენებზეა შესაძლებელი. ჩეხეთის მთავრობა სრულად ფარავს სწავლის ღირებულებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს აპლიკაციის შევსება შეუძლიათ 2023 წლის 20 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, მისამართზე: www.dzs.cz. დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ იხილეთ: www.mzv.cz/tbilisi