საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩეხეთის ელჩის ვიზიტი თსუ-ში

განათლების სფეროში არსებულ საკითხებზე, კერძოდ, ვიშეგრადის ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგრანტო და სასტიპენდიო პროექტებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობაზე ისაუბრეს თსუ რექტორმა და საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  პეტრ მიკისკასმა. თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა სექტემბრის ბოლოს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანიც ვიშეგრადის ფონდის პოპულარიზაცია და სტუდენტებისათვის ამ ფონდის საქმიანობის უკეთ გაცნობაა.

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი არის დონორი ორგანიზაცია, რომელიც 2000 წელს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმა შექმნეს. ფონდი პრეზიდენტების ვაცლავ ჰაველის, ლეხ ვალენსასა და პრემიერ-მინისტრის იოზეფ ანტალის ხედვას იზიარებს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგიონულ თანამშრომლობას. ფონდი ცენტრალურ ევროპაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ეწევა და სხვადასხვა სფეროში გასცემს სასწავლო და კვლევით  გრანტებსა და სტიპენდიებს.

თარიღი: 14/09/2022