საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩაერთე არქეოლოგიურ გათხრებში!

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი კვლევითი ჯგუფი სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობის მიღებას არქეოლოგიურ გათხრებში.

2018 წელს ცუცხვათის მღვიმოვანში დაგეგმილია ორი არქეოლოგიური ექსპედიცია:ივნის-ივლისსა და სექტემბერში.

მსურველებმა რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა) უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: nikoloztsikaridze@gmail.com

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 აპრილი

გათხრებში მონაწილეობის ხანგრძლივობა: 7-10 დღე.

პრიორიტეტი მიენიჭება: არქეოლოგიის, ისტორიის, გეოლოგიის, ბიოლოგიის (ეკოლოგიის, ანატომიის), ანთროპოლოგიისა და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალობის სტუდენტებს.

სტუდენტების ექსპედიციაში მონაწილეობა ოფიციალურად იქნება შეთანხმებული და გაფორმებული უნივერსიტეტების შესაბამის კათედრებთან.მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. არჩეული სტუდენტები გაივლიან, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მომზადებას.

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე.


თარიღი: 21/03/2018