საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრები ერაზმუს+ აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში,  6 ქვეყნიდან (გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, საფრანგეთი), 19 წარმომადგენელს  მასპინძლობს.  

 

 ევროპელი პროფესორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს  სალექციო კურსებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე სთავაზობენ. 

 

პარალელურად  კი მიმდინარეობს მიმდინარეობს  სამუშაო და გაცნობითი შეხვედრები ადმინისტრაციულ პერსონალთან და კულტურული ღონისძიებები. 

 

მსგავს ფორმატში სხვადასხვა ღონისძიებები უნივერსიტეტში პირველი მაისიდან ხუთი მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

თარიღი: 02/05/2023