ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში გაიმართა შეხვედრა მწერალ ვასო გულეურთან. ღონისძიებას დაესწრნენ ქ. გორის მეცნიერებათა სკოლის მოსწავლეები. ღონისძიების ბოლოს გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნების გამოფენა და მათი გაფორმების მასტერკლასი.