საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა თსუ-ში გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს 14 წამყვანი უნივერსიტეტიდან 30 უცხოელი სტუდენტი ისწავლის. თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, უცხოელ სტუდენტთა მისასალმებელ ღონისძიებას  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსურექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე   სტუდენტებს ლიეტუვიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, რამაზ ქურდაძე და ვახტანგ ლიჩელი მიესალმნენ.

„მიუხედავად COVID 19-ის მსოფლიო პანდემიისა, უცხოელი სტუდენტები ჩამოვიდნენ თსუ-ში სასწავლებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ჩატარდა რამდენიმე პრეზენტაცია და  ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ახერხებენ  საქართველოში ყოფნის  პირობებში სწავლას და განათლების მიღებას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ სემესტრში ტრადიციულად მასპინძლობს ევროპელ გაცვლით სტუდენტებს. „ეს კონკრეტული ღონისძიება ეძღვნება იმ სტუდენტების მიღებას რომელიც ჩვენ მიმდინარე სემესტრში გვყავს.ეს ის სტუდენტები არიან, რომლებიც მთელ სემესტრს გაატარებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თითოეული, დაახლოებით, 30 კრედიტს მიიღებს ჩვენგან, რომლებიც შემდეგ დატრანსფერდება მათ მშობლიურ უნივერსიტეტებში,“- აღნიშნა თეა გერგედავამ.

ტიმ მიბორდი, რომელიც ლიონ 2 (საფრანგეთი) უნივერსიტეტის სტუდენტია,  თსუ გაცვლითი პროგრამის სტუდენტი უკვე მეორედ გახდა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლად სექტემბერში ჩამოვედი. ეს იყო ჩემთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოცდილება, იმიტომ რომ ბევრი რამ გავიგე ზოგადად საქართველოს შესახებ. თუმცა, საკმარისი არ იყო და საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, კვლავ ჩამოვედი საქართველოში - ახალი აღმოჩენებისთვის და მეტი გამოცდილებისთვის.“

ივანე ჯავახიშვილის სახელობი სთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრიჰყავს 56 ქვეყანაში, თანამშრომლობს 100-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის „ერასმუს+“-სა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც, 2015-2020 წლებში თსუ-ს სტუდენტების, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის რიცხვმა 1500-სგადააჭარბა. 2015-2020 წლებში თსუ-ში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კრედიტ-მობილობის 259 პროექტი; 1995-2020 წლებში თსუ-მ კოორდინაცია გაუწია და მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური განვითარების 50-მდე პროექტში, ერასმუს მუნდუსის 7 კონსორციუმში, ერასმუსის ერთობლივ სამაგისტრო 3 დაჟან-მონეს 2 პროექტში.გარდა ევროპულისა, თსუ-სსტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ასევე 10 აზიური ქვეყნის 26 უნივერსიტეტში.

 საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუ-ში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება.

თარიღი: 03/04/2021