საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა თსუ რექტორსა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თსუ-სა და თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა ესწრებოდა.
 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და თურქეთის თერთმეტ უნივერსიტეტს შორის შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე თურქეთში გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში კონკრეტული სამუშაო გეგმა შემუშავდება, რაც ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს საგანმანათლებლო ფორუმში, რომელიც თურქეთში მომავალ კვირაში გაიმართება.

თარიღი: 23/02/2023