საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

 რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის  SPG-23-527 “ ქიმია ჩვენს ირგვლივ“  ფარგლებში,  5 აპრილს  თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერთა ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ  ჩატარდა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები.

 

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ქიმიის, ამ  მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, გაცნობის პირველი შესაძლებლობის მიცემა, სახალისო ლაბორატორული ექსპერიმენტებზე დაკვირვება, პროექტის ძირითადი ინოვაციური მხარეა. ქიმიურმა ექსპერიმენტმა უნდა დააინტერესოს მოსწავლე. ლაბორატორული მუშაობის სპეციფიკის გაცნობით მოსწავლე შეიძენს და გაიღრმავებს თეორიულ ცოდნას და ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევებს. დაეუფლება სასკოლო დონის თანამედროვე გამზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარს. შეიძენს მიღებული ცოდნის ინტეგრირების უნარს და შეძლებს მის გამოყენებას ქიმიის  მომიჯნავე დარგებში. აღნიშნული დაეხმარება მას სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმული იქნება მომავალი პროფესიის ქიმიის მეცნიერებასა ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში არჩევისათვის.  

თარიღი: 05/04/2024