საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ახალგაზრდა უცხოელ მეცნიერებთან

26 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარვაშიძემ მიღებაზე შედარებითი ლიტერატურის 23-ე მსოფლიო კონგრესის მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერებს უმასპინძლა.

არაფორმალურ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო იყო საქართველოს სამეცნიერო მიღწევები და პოტენციალი, ქართველოლოგიურ დისციპლინათა ინტერნაციონალიზაციის პრობლემები, ახალგაზრდა მეცნიერთა პერსპექტივები ზოგადად საქართველოსთან მიმართებაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის კუთხით.

 კონგრესი, რომლის მასპინძელიც წელს თბილისია, დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მეცნიერებს. მათთვის იმართება სპეციალური სესიები, ტარდება სხვადასხვა აკადემიური და სოციალური ღონისძიებები, დაანონსდა ახალი საგრანტო პროექტები და ჯილდოები ახალგზრდა მკვლევრებისთვის. ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფებს ხელმძღვანელობენ ლონდონის ბრიუნელის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ სპურლინი და თსუ პროფესორი მაკა ელბაქიძე. კონგრესზე ახალგაზრდა მეცნიერთა სესიები ცალკე ჯგუფად არის გამოყოფილი. ახალგაზრდა მეცნიერთა მოხსენებების მაღალი სამეცნიერო დონის გათვალისწინებით კი, მათი ცალკე კრებულის სახით გამოცემაც გადაწყდა.

თარიღი: 27/07/2022