საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა N220 საჯარო სკოლის ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით სკოლის მოსწავლეებთან ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით მორიგი შეხვედრა . 6 თებერვალს სსიპ ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N220 საჯარო სკოლის ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეებთან გაიმართა.  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG- 23-527 ფარგლებში მსგავსი შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ტარდება. 

 

შეხვედრის მიზანი ტრადიციულად ქიმიის პოპულარიზაცია და დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა იყო.  პროექტის ფარგლებში სასკოლო განათლების დაბალი საფეხურიდანვე მოსწავლეებისთვის ექსპერიმენტული კვლევის ჩატარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაცნობაა.  მათი დარწმუნება, რომ ქიმია არა მარტო რთულად სასწავლო საგანი, არამედ საინტერესო თავგადასავალია. თუ ამ ეტაპზე მოსწავლეები ლაბორატორიულ მუშაობას როგორც სახალისო პროცესს განიხილავენ, მომავალში ზოგადი ქიმიის საფუძვლების თეორიული შესწავლის და ლაბორატორიული მუშაობის გაერთიანების საფუძველზე ისინი გარემოს, ყოფაცხოვრების, ადამიანის ორგანიზმის და ა.შ. შესახებ იმ ინფორმაციას შეიძენენ, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ახალგაზრდისათვის, რათა მან ცოდნის კრიტიკული შეფასებისა და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების უნარი გამოუმუშაოს, ქიმიის ფუნდამენტურ პრინციპებს გაეცნოს, დაეუფლოს კვლევითი ამოცანების გადაჭრის ლაბორატორიულ მეთოდებს, შეძლოს ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება ქიმიის მომიჯნავე დარგებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლემ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, მაგალითად ქიმია-ეკოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული კლუბის მუშაობის ფორმატში, მოიპოვოს ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარების გამოცდილება,  რომელიც ხელს უწყობს ცოდნის უკეთ გააზრებას, განმტკიცებას და მისი პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარების განვითარებას. ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკული სფერო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკითხი აქტუალურია საქართველოს  ყველა   რეგიონისათვის,  სადაც გარემოს დამაზიანებელი განსხვავებული პროცესი მიმდინარეობს, ბინძურდება ჰაერი, მტკნარი წყლები, ნიადაგი. ამ საკითხებში მოსწავლეების გათვითცნობიერება მნიშვნელოვანი ამოცანაა. გარემოს დაცვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებისაგან, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის გარემოს, საზოგადოების ყოველი წევრის საზრუნავი უნდა იყოს და გარკვეულ ფარგლებში ეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებსაც ხელეწიფებათ.

 

ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების უტილიზაციის მართვის მეორე ასპექტის გაცნობას - მავნე ნარჩენის სასარგებლო პროდუქტად გადაქცევის შესაძლებლობას, რაც ასევე ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესებით ხორციელდება, რომლის შესახებ წარმოდგენას მოსწავლე ლაბორატორიული სასწავლო/შემეცნებითი ექსპერიმენტების ჩატარების პროცესში შეიძენს. ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში შესაძლებელი იქნება მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება ქიმიაზე, როგორც მნიშვნელოვან STEM მეცნიერებასა და  თანამედროვე ტექნოლოგიური დარგების დიდ ჩამონათვალზე, მათ პრაქტიკულ საჭიროებაზე და ამ სფეროში საქმიანობის შესაძლებლობაზე.

 

თარიღი: 07/02/2024