საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა "თსუ დესპანებთან"

26 იანვარს, "თსუ დესპანებთან" zoom პლატფორმის საშუალებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრო.

"თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

პროექტი 9 წელია ხორციელდება. მიმდინარე წელს პროექტის ისტორიაში პირველად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პროექტი ჰიბრიდული მეთოდით განხორციელდება. მოსწავლეები სკოლაში სტუმრობის ნაცვლად მშობლიურ სკოლებს დისტანციურად დაუბრუნდებიან და Microsoft Teams პროგრამის საშუალებით აბიტურიენტებს უნივერსიტეტსა და სტუდენტურ ცხოვრებას გააცნობენ. საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად პროექტის განხორციელებაში სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი აქტიურად არის ჩართული. ამ თანამშრომლობის წყალობით მონაწილე დესპანებს წვდომა ექნებათ კარიერულ კურსზე, რომელიც მოიცავს CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენას, გასაუბრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შრომის ბაზრის კვლევას და სხვ.

პანდემიური წლის მიუხედავად პროექტში 400-ზე მეტი სტუნდენტი ჩაერთო, რომლებიც ტრენინგების გავლის შემდეგ მარტის თვიდან  შეხვედრებს მშობლიურ სკოლებში განახორციელებენ.

თარიღი: 26/01/2021