eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა 162-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებათა ციკლს - “უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს”. პროექტის ფარგლებში 5 ოქტომბერს თსუ ბიბლიოთეკამ 162-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებს უმასპინძლა. სტუმრებს ცნობილი საბავშვო მწერალი და მთარგმნელი ვასო გულეური შეხვდა. ავტორმა ბავშვებს თავისი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხა და ესაუბრა კითხვის და წიგნის მნიშვნელობაზე. 

პროექტის ფარგლებში გაიმართა ინტერაქციული დისკუსია და მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური, უძველესი ნაბეჭდი წიგნები.

თარიღი: 05/10/2026