საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეღავათები თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდისას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები სწავლის საფასურის გადახდისას სარგებლობენ შეღავათებით.

პირველსემესტრელმა, რომელიც სხვადასხვა სოციალური პროგრამით ელოდება სოციალური გრანტით დაფინანსებას, თსუ კანცელარიაში უნდა შემოიტანოს განცხადება და სოციალური კატეგორიის დამადასტურებელი საბუთის ასლი.

ამ კატეგორიის პირველსემესტრელი ნაცვლად სრული სემესტრული გადასახადისა (1125 ლარი), გადაიხდის 100 ლარს.

ამის შემდეგ, პირველსემესტრელს მიეცემა აკადემიური რეგისტრაციის (საგნების არჩევა) გავლის უფლება.
ასევე, პირველსემესტრელი სტუდენტი, რომლის დედმამიშვილიც თსუ სტუდენტია, აკადემიურ რეგისტრაციაზე დაიშვება სემესტრული საფასურის 1/2 -ის დაფარვის შემდეგ.

 

დეტალური ინოფრმაციისთვის იხილეთ: 

 

სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ. 

სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N33/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ. 

სოციალური პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა.

 

 

თარიღი: 15/09/2025