საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემეცნებითი სტუდენტური პროექტი “თაობა L”

თუ ხარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და თუ გიყვარს ლიტერატურა - იკითხე მეტი ჩვენთან ერთად!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა “პალიტრა L” წარმოგიდგენთ შემეცნებით სტუდენტურ პროექტს: “თაობა L”

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.
პროექტი გულისხმობს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის სერიული გამოცემებიდან შერჩეული 10 წიგნის წაკითხვას და ყოველ ტურში შესაბამისი ტესტის წერას. ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს 1000 ლარს მიიღებს.

პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, კონკურსს კონსულტაციას ლევან ბერძენიშვილი გაუწევს.

I ეტაპი – კონკურსზე დარეგისტრირება

პროექტში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოთ ანკეტა.
ერთხელ დარეგისტრირებულ კონკურსანტს მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ტურში.

II ეტაპი - კონკურსით გათვალისწინებული 10 წიგნის წაკითხვა და ტესტის წერა

ყოველი ტესტის შედეგად, გამოვლინდება ტურის ლიდერი, რომელიც, შემდგომი ტესტირების წინ, დასაჩუქრდება სერტიფიკატით და სიმბოლური საჩუქრებით;

თარიღი: 31/05/2018