საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეთანხმება თსუ-სა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრა. თსუ რექტორს, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა - შალვა გოგოლაძემ და რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას. სამინისტრო უნივერსიტეტს სპორტული ორგანიზაციების დახმარებით და ინფრასტრუქტურის გამოყენების თვალსაზირისითაც დაეხმარება.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უნივერსიტეტს ჰყავს კარგი სპორტსმენები და ასევე, აქვს კარგი სპორტული კლუბები, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული სხვადასხვა შეჯიბრებებში. "გვინდა, რომ აღდგეს ძალიან კარგი ტრადიცია, ეს არის ალპინიადების ჩატარება. ვაპირებთ, რომ სპორტული და ახალგაზრდული ცხოვრება ჩვენს უნივერსიტეტში ინტენსიური გახდეს, რაშიც ძალიან დაგვეხმარება უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი"-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

"ჩვენ, დავეხმარებით უნივერსიტეტს მასობრივი სპორტის განვითარებაში სპორტული ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ჩვენს ხელთ არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებით. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ძალები მოსინჯონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ამასთან, იგეგმება არაერთი საინტერესო ტურნირის ჩატარება, უახლოეს პერიოდში, ხელი მოეწერება მემორანდუმს და ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უზრულველყოფს“,- აღნიშნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.



თარიღი: 05/12/2018