საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის გახსნა

2 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული.

ქოუჩინგის კვირეული “ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის” (ICF) მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც 1999 წლიდან არსებობს მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში. მსგავსი ფორმატის ღინისძიება საქართველოში პირველად ხორციელდება.

ღონისძიებას გახსნის თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე და ქოუჩი, ღონისძიების ორგანიზატორი ეკატერინე ბაბუნაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება 6 მასტერ-კლასი. დასწრების მსურველებმა საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია სპეციალურ ბმულებზე:

➡️ "ქოუჩინგის ხელოვნება", ეკატერინე ბაბუნაშვილი

სარეგისტრაციო ფორმა


➡️ "ქოუჩინგის როლი განათლების სისტემაში", რუსუდან კვაჭანტირაძე
სარეგისტრაციო ფორმა    


➡️ "ქოუჩინგი კარიერული განვითარებისთვის", გვანცა ბარაბაძე
სარეგისტრაციო ფორმა 

➡️ "ქოუჩინგის როლი პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში", ჯული ქინქლაძე
სარეგისტრაციო ფორმა


➡️ "ლიდერების ქოუჩინგი VUCA სამყაროში", გია ცხოვრებაძე
სარეგისტრაციო ფორმა


➡️ " ნეიროქოუჩინგი - მეცნიერება + ხელოვნება", ირინა ჭოჭუა 
სარეგისტრაციო ფორმა 


ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ღონისძიების გახსნა: 2 მაისი, 11:30 საათი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1 უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდიტორია 115.

თარიღი: 02/05/2019