თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების ფარგლებში, თსუ ბიბლიოთეკისა და თსუ ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ინიციატივით, ღვინის ფესტივალი გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში არსებული ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია-დისკუსია ქართული ყურძნის უძველესი ჯიშების შესახებ, ასევე გაიმართა თსუ-ს ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ღვინის თემატიკაზე არსებული წიგნების, თსუ-ის მუზეუმის ექსპონატებისა და ღვინის ეტიკეტების გამოფენა.