საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველი ფილოსოფოსის, კონსტანტინე კაპანელის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 21-22 ნოემბერს (თსუ I კორპუსი, 107 აუდიტორია, 10:00 სთ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციას.                                           

კონფერენცია ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსის, კონსტანტინე კაპანელის დაბადებიდან 130 წლისთავს.

კონფერენციის მიზანია:
  • სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ესთეტიკის, ევროპული და ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიის, კულტუროლოგის,   და  რუსთველოლოგიის მიმართულებით, და ა.შ.
  • საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
  • პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.
კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის,   რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების სფეროებს.
საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება კაპანელის ფილოსოფიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებსა და შედარებითი კვლევის შედეგებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,
  • აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მოხსენების  ტექსტი  ელექტრონული ვერსია, ( 7-15 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი აკანუსხური, ზომა 12,  ინტერვალი 1 )
  • გაფართოებული რეზიუმე ინგლისურად (2-3 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი აკანუსხური, ზომა 12, ინტერვალი 1 )
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა. კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი და დაიბეჭდება საერთაშორისო ორენოვან ჟურნალში ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი’’ N10 2020 წ.

მის ამართი : ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3. ტელ:  599 257471
თარიღი: 24/09/2019