საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველი მეცნიერები CERN-ის ATLAS ექსპერიმენტში

ATLAS ექსპერიმენტში საქართველოს კლასტერის ხელმძღვანელი და ATLAS ექსპერიმენტის ადრონული ტაილ კალორიმეტრის ტექნიკური მომსახურების და ინფრასტრუქტურის კოორდინატორი, თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერ-თანამშრომელი ირაკლი მინაშვილი საუბრობს თსუ მეცნიერების CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს პროექტ ATLAS ექსპერიმენტში მონაწილეობაზე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1992 წლიდან ჩართულია ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN- ცერნი, შვეიცარია, ქ. ჟენევა) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტში, რომელიც უკავშირდება ფუნდამენტურ კვლევებს მაღალი ენერგიების ფიზიკაში.
ამ ექსპერიმენტის წევრობა ქართველ მეცნიერებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის კვლევაში, არამედ მოხსენიებული იქნან ავტორებად ყველა იმ პუბლიკაციაში, რომელიც ATLAS ექსპერიმენტის ეგიდით გამოიცემა.
CERN მსოფლიოს უდიდესი ინსტიტუტია ფიზიკის მიმართულებით, ATLAS ექსპერიმენტი კი - ყველაზე დიდი პროექტი ფუნდამენტურ კვლევებში. მასში გაერთიანებულია 135 ინსტიტუტი და უნივერსიტეტი მთელი მსოფლიოდან, რომელთა შორისაცაა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი (თსუ მეფი).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

თარიღი: 07/03/2022