საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

ქართული სამეცნიერო სფეროს გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტის (Fraunhofer Institute for Systems and Innovation Research ISI) (გერმანია, კარლსრუე) წარმომადგენლები. გერმანელ სტუმრებს თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი შეხვდა. ფრაუნჰოფერის დელეგაცია თსუ-ში გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს გრანტის ფარგლებში (მდგრადი ერთობლივი პარტნიორული სტრუქტურების დამყარების ღონისძიებები - კვლევითი და ინოვაციური თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან) ჩამოვიდა.

 

ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის დელეგაცია ინოვაციების და ცოდნის ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის რაინერ ფრიჩის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა ორდღიან სიმპოზიუმში - „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის პოლიტიკის საშუალებით“ (Fostering Sustainable Development Through Innovative Ecosystem Policy).  სიმპოზიუმი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის, აგრეთვე, იურიდიული ფაკულტეტების ორგანიზებით გაიმართა.

 

მიმდინარე წლის 17-20 მარტს გერმანიაში ქ. კარსლუეში ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტის პროექტის (“კვლევითი და ქსელური ღონისძიებები საქართველოს უნივერსიტეტებთან ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის დასამყარებლად“) ფარგლებში  თსუ დელეგაცია (ირინა ბათიაშვილი, მორის შალიკაშვილი, მერაბ ხოხობაია)  ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტს სტუმრობდა.

თარიღი: 10/12/2025