საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრანგი დოკუმენტალისტების სტუმრობა

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრას სტუმრად ფრანგი დოკუმენტალისტები: Timothée Gutmann და Basile Carré ეწვივნენ, რომლებიც კინოკომპანია ,,Les grains de sable'' წარმოადგენენ.

 

ფრანგმა სტუმრებმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს პროფესორ ჟორჟ ეკიზაშვილთან, რომელმაც ისაუბრა ალექსანდრე დიუმას შემოქმედებაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი მის ცნობილ წიგნს მოგზაურობაზე ,,კავკასია'' დაეთმო.

 

გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი — ქართველი მწერალი, პოეტი, ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. არის ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, პედაგოგი, მრავალი თარგმანის ავტორი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მუშაობს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტთან არსებულ საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგად. ნათარგმნი აქვს მოლიერის, გი დე მოპასანის, ჟან პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ფრანსუაზა საგანის, ალენ რობ გრიეს, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, პიერ პეჟუს, მიშელ უელბეკის, ანდრე მორუას, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, და სხვათა ნაწარმოებები. არის პრემია „საბას“, ლაურეატი წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში.

 

2001 წელს მიიღო საფრანგეთის სახელმწიფო ორდენი — „აკადემიური პალმის ოფიცერი“, ფრანგული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის.

 

თარიღი: 19/04/2024