სადაც უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ და ფოტოების გადაღება გიყვარს, ეს გზავნილი შენთვისაა. გადაიღე ფოტო და გამოგვიგზავნე მოკლე აღწერასთან ერთად. ტექსტით მოგვიყევი ამბავი, რომელსაც ეს ფოტო გადმოსცემს.
პროექტს „ცხოვრება კონფლიქტებს მიღმა“ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტოამბის თემატიკა შეიძლება იყოს: სოციალური საკითხები, ეკოლოგია, ახალგაზრდები, კულტურა, განათლება, ადამიანის უფლებები და ზოგადად, საზოგადოებრივი ამბები, რომლებიც შენთვის მნიშვნელოვანია.
კონკურსის შედეგად 3 გამარჯვებული გამოვლინდება. თითოეული მათგანი 380 ლარს მიიღებს.
გაითვალისწინე, რომ მომზადებული ნამუშევარი:
- სიძულვილის ენას არ უნდა შეიცავდეს,
- პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს არ უნდა ატარებდეს,
- რომელიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული არ უნდა იყოს.
გამოგზავნე ფოტოამბავი 23 აგვისტომდე ელექტრონულ ფოსტაზე -tavisupalia@gmail.com. ელექტრონულ ფოსტაზე მასალასთან ერთად მობილურის ნომერიც მოგვაწოდე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგეხმიანოთ. ასევე, მასალის გამოგზავნისას ასაკიც მიუთითე.