საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილმის "ელისაბედ ორბელიანი" ჩვენება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფილმის „ელისაბედ ორბელიანის“ პრეზენტაცია გაიმართა. "ელისაბედ  ორბელიანი" ერთ-ერთია 2018-2023 წლებში პროექტის ფარგლებში გადაღებულია რვა დოკუმენტური ფილმებიდან. დოკუმენტური ფილმების ციკლი პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლების შესახებ, საქართველოს პირველი არხის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა ერთობლივი პროექტია.

 

 ორმოცი წუთის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა მრავალ საინტერესო დეტალს ერთ-ერთი პირველი ქალი ლექტორის ცხოვრებიდან, რომელიც უნივერსიტეტში მასწავლებლის სტატუსით ივანე ჯავახიშვილმა მოიწვია.

 

ფილმის ჩვენებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ გაიპარაშვილი,  პირველი არხის ტელეფილმების ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი, მთხრობელი და ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი ბესიკ გაფრინდაშვილი.

 

 ელისაბედ ორბელიანი უნივერსიტეტის გახსნის დღიდან იყო ჩაბმული პედაგოგიურ საქმიანობაში და სტუდენტებს ასწავლიდა ფრანგულ და ინგლისურ ენებს. ელისაბედს განათლება პარიზში ჰქონდა მიღებული, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, ქართულიდან ფრანგულად თარგმნა ვეფხისტყაოსანი, აგრეთვე არაერთი ქართველი პოეტის ლექსი. გამოსცემდა უცხოენოვან გაზეთებს, რომლის საშუალებითაც საქართველოში მყოფ უცხოელებს ქართულ მეცნიერებასა და კულტურას აცნობდა.... ელისაბედი მეფე ერეკლე II შვილთაშვილი იყო, ამიტომ კომუნისტები დიდად არ წყალობდნენ... სიცოცხლის ბოლო წლები სიდუხჭირეში გაატარა, არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებოდა, თუმცა მორალურად არ გატეხილა.

 

„ელისაბედ ორბელიანის“  სცენარის ავტორია მანანა ხიდაშელი,  პროდიუსერი - მერაბ ვაჩნაძე.

თარიღი: 18/05/2023