eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ურბინოს ფესტივალის მონაწილე თსუ-ს მხატვართა ჯგუფის გამოფენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ურბინოს ფესტივალის მონაწილე თსუ-ს მხატვართა ჯგუფის გამოფენა.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობა. ეს ხელს უწყობს როგორც მათ პროფესიულ ზრდას, ასევე საერთაშორისო კავშირების დამყარებას. მისი თქმით, თსუ ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავს აქტივობებს.

2020 წლიდან მოყოლებული, თსუ წარმომადგენლები უკვე მეხუთედ მონაწილეობდნენ იტალიაში, ქალაქ ურბინოში ტრადიციულ საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალში „ურბინო აკვარელო“. ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენელი და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის ასისტენტ-პროფესორი, მხატვარი ლელა გელეიშვილი.

2026 წლის ფესტივალში თსუ-დან მონაწილეობა მიიღო ცხრა სტუდენტმა და სამმა კურსდამთავრებულმა, რომლებიც საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირებასთან ერთად ვორქშოპშიც ჩაერთნენ და ადგილზე შექმნეს ფერწერული ნამუშევრები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ლელა გელეიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა წმ. ფრანჩესკო დი პაოლას საკათედრო ტაძარში და მასტერ-კლასი კოლეჯიო რაფაელოში.

თსუ-ელი მხატვრები ურბინოს საერთაშორისო ფესტივალში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობენ.

თარიღი: 09/06/2026