საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნგრული ენის სასწავლო კურსი თსუ-ში

თუ დაინტერესებული ხართ უნგრული ენისა და კულტურის შესწავლით, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში, აირჩიეთ უნგრული ენის კურსი და დაეუფლეთ ახალ უცხო ენას მოკლე დროში.

უნგრული ენის სასწავლო კურსის არჩევა, ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს თავისუფალი კრედიტების ფარგლებში შეგიძლიათ. კურსზე ლექციებს უნგრული ენისა და კულტურის მოწვეული ლექტორი თსუ-ში, არპად ელეში წაგიკითხავთ.

5-კრედიტიანი სასწავლო კურსი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რუსული ფილოლოგიის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და უნგრული ენის A- 1.1 დონეზე შესწავლას ითვალისწინებს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიმართოთ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს: 225-04-84;

თარიღი: 13/02/2024