საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების მე-13 საერთაშორისო კონგრესი - „Congreso Internacional Universidad 2022“

2022 წლის 7-11 თებერვალს, ქ.ჰავანაში გაიმართება უმაღლესი განათლების მე-13 საერთაშორისო კონგრესი - „Congreso Internacional Universidad 2022“.

კონგრესი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და წარმოადგენს სივრცეს, სადაც აკადემიური წრეები, პროფესორები, მკვლევარები, სტუდენტები ერთმანეთს ხვდებიან, აწყობენ დისკუსიებს, წარადგენენ ნაშრომებს და ცვლია მოსაზრებებს. კონგრესის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად ითვლება მასში მონაწილე ქვეყნების განათლების სისტემაში არსებული გადაუდებელი პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება.

წლევანდელი ღონისძიების მოწოდებაა „უნივერსიტეტი და ინოვაცია მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის“. ზოგადად, კონგრესის მოწოდებები ეხმიანება გაერო-ს ‘მდგრადი განვითარებისთვის 2030 დღის წესრიგის’ მიზნებს. 2022 წელს კონგრესი პირველად ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. პანდემიის გამო, ღონისძიებების ნაწილზე დასწრება ონლაინ ფორმატში იქნება შესაძლებელი, ნაწილი კი სხდომათა სასახლეში (Palacio de las Convenciones) გაიმართება.


კონგრესზე წარსადგენი ნაშრომების შინაარსი უნდა ეხმაურებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ თემატიკას:

  • უმაღლესი განათლება და მდგრადი განვითარების მიზნები (Educación Superior y los
  • Objetivos de Desarrollo Sostenible (ODS);
  • უმაღლესი განათლების მომავლის პერსპექტივები იუნესკოს საერთაშორისო
  • კონფერენციისთვის (Perspectivas sobre el futuro de la Educación Superior hacia la
  • Conferencia Mundial de la UNESCO);
  • უმაღლესი განათლება და COVID-19 (Educación superior y COVID-19);
  • უნივერსიტეტი და მდგრადი განვითარება (Universidad y desarrollo local sostenible).
     

გარდა ზემოაღნიშნულისა, კონგრესის ფარგლებში, იგეგმება სხვა მრავალი ფორუმი უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი უწყებების მმართველთა მონაწილეობით; ასევე, უმაღლესი განათლების III რეგიონალური კონფერენციის CRES 2018-ის (Conferencia Regional de Educación Superior de América Latina y el Caribe - უმაღლესი განათლების რეგიონალური კონფერენცია ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში) კოორდინაციისა და მომავალი
საქმიანობის განსაზღვრისთვის.

უმაღლესი განათლების მე-13 საერთაშორისო კონგრესზე წარსადგენი ნამუშევრების პრეზენტაცია მოხდება 7 სიმპოზიუმის ფარგლებში. ნაშრომების წარდგენა შესაძლებელია სამ ენაზე: ინგლისური, ესპანური და პორტუგალიური. თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ხოლო მომხსენებელ-სპიკერები დამატებით მიიღებენ მეორე სერტიფიკატსაც.


საორგანიზაციო კომიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს წინასწარ კურსებზე ჩარიცხვის შესაძლებლობას. კურსებს უძღვებიან როგორც კუბელი, ასევე უცხოელი პროფესორები და მკვლევარები. კურსები ჩატარდება 17 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით ონლაინ რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

თარიღი: 13/12/2021