ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტუშას უნივერსიტეტის (იტალია), დელეგაცია ესტუმრა რექტორის, სტეფანო უნბერტინის ხელმძღვანელობით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსეპქტივები სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებით, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრაგრამის ფარგლებში.
სასწავლებლებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, ყურადღება გამხვილდა ასევე ერთობლივ სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაზე.