საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტურიზმის სექტორზე ორიენტირებული კარიერის დაგეგმვის გამოფენა

საქართველოს ტურიზმის სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნითა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ინფორმირების თვალსაზრისით, სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, გაიმართება ტურიზმის სექტორზე ორიენტირებული კარიერის დაგეგმვის გამოფენა, რაც მისცემს სტუდენტებს საშუალებას პირადად გაესაუბრონ წარჩინებული კერძო კომპანიების (საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები - როგორც სასტუმრო, ასევე, ტურისტული, რომლებიც საქართველოში წარმოადგენენ ტურიზმის სფეროში ოპერირებად ყველაზე მსხვილ და წარმატებულ ორგანიზაციებს) წარმომადგენლებს, მოიპოვონ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და გაეცნონ, თუ რა უნარჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ამ სფეროში.

ღონისძიება გაიმართება, მიმდინარე წლის 27 თებერვალს 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში. მონაწილეობა უფასოა.
თარიღი: 13/02/2018