საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრირის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებულ პროფესორი სალომე დუნდუა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ პროფესორი გიორგი დგებუაძე ტრირის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - ვიცე რექტორს, პროფესორ ფიორსტენ მატერნს, ლიტერატურის, ლინგვისტიკის, მედიისა და იაპონოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ანდრეას რეგელსბერგერს, პროფესორ სებასტიან ჰოფმანსა და საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს, Erasmus+ ინსტიტუციურ დირექტორ ბირგიტ როსერს შეხვდნენ.



 შეხვედრისას მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტრირის უნივერსიტეტს შორის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი სეზონური სკოლების ჩატარებისა და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები განიხილეს.

თარიღი: 30/05/2023