საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი - სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების შესახებ

25 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტარდება ტრენინგი ყველა მსურველთათვის, ვინც დაინტერესებულია სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევების გაღრმავებით.

ტრენინგის მნიშვნელობა: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე წვდომის შესაძლებლობა ხელს უწყობს სხვადასხვა თანამედროვე სამეცნიერო სფეროში დაგროვილი ინფორმაციისა და გამოცდილების გავრცელება-გაზიარებას, კვლევისა და სწავლების პროცესების ინტეგრაციასა და სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებას.

ტრენინგის მიზანი: მონაწილეებმა შეძლონ სამეცნიერო ელექტრონული ბაზების საძიებო ინსტრუმენტების ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება.

რეგისტრაცია: ტრენინგზე დასწრების მსურველებმა განაცხადი გაგზავნეთ შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: teimuraz.kancheli@tsu.ge
განაცხადში მიუთითეთ:
1. სახელი, გვარი
2. სტატუსი
3. ფაკულტეტი
4. მობილური ტელეფონის ნომერი
5. თსუ-ს ელ-ფოსტა

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა №11, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, აუდიტორია №711.





თარიღი: 25/05/2018