საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგები აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად - 2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით: 

 

 ტრენინგის თემატიკა:

  •  რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?;
  •  Turnitin-ის გამოყენება;
     

პედაგოგი: თეა პაპიაშვილი, ირინა კომახიძე


 

  • ელექტრო-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების  ტექნიკა და ფორმები;

    პედაგოგი: ანა ტივაძე, მარიკა ჟორჟოლიანი


 

  • პროგრამა Mendeley  -  თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება 

    პედაგოგი: ნატალი გიორგობიანი


 

  • ციტირების სტილები (APA, CHICAGO და სხვ.)
     

პედაგოგი: ცისია პაპიაშვილი

 


ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 11 და 12 თებერვალს 11:00 საათიდან - 15:00 საათამდე  

 

შეხვედრა ჩატარდება პროგრამა Zoom-ის საშუალებით რომელის რეკივიზიტებიც რეგისტრაციის შემდგომ გამოგეგზავნებათ პირად შეტყობინებაში. ტრენინგზე დასასწრებად დაგჭირდებათ თსუ-ს მეილი და e-learning.tsu.ge აქტიური ანგარიში.

 

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeZ2rUL6G7fgim67LQTGMrBzjAUGGmBlOB-iCtuLWd97D9kwA/viewform 

 

ტრენინგები წარმოადგენს ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ გაგრძელებას. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

თარიღი: 07/02/2022