eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგები აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით: 

ტრენინგის თემატიკა:

 ელექტრონული-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების  ტექნიკა და ფორმები;

პედაგოგი: ანა ტივაძე

ციტირების სტილები (APA, CHICAGO)

    პედაგოგი: ზურაბ ოქროპირიძე  

პროგრამა Mendeley  -  თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება

პედაგოგი: ზურაბ ოქროპირიძე 

რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?;

 Turnitin-ის გამოყენება;

პედაგოგი: თეა პაპიაშვილი  

ტრენინგი ჩატარდება   24 და 25 ნოემბერს    11:00 - დან 15:00- საათამდე. 

 

ტრენინგი ჩატარდება თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

მის.: მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3,  http://www.sciencelib.ge/node/64

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.

 

თარიღი: 21/11/2022