საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგ-სემინარი - „ავტონომიისა და პასუხიმგებლობის დესკრიპტორთან დაკავშირებული სწავლის შედეგების სწავლება და შეფასება“

15 მარტს, 16:00 საათზე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გამართავს ტრენინგ-სემინარს - „ავტონომიისა და პასუხიმგებლობის დესკრიპტორთან დაკავშირებული სწავლის შედეგების სწავლება და შეფასება“. ტრენინგ-სემინარს გაუძღვება დანიელი ექსპერტი ალექსანდერ სიბონი.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პერმანენტულად მიმდინარეობს ტრენინგები და სემინარები აკადემიური პროგრამების განმახორციელებელთა და დაინტერესებულ პირთათვის თსუ-ში აკადემიური პროგრამების სააკრედიტაციო პროცესის მართებულად წარმართვისათვის. სემინარებს უძღვებიან თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და უმაღლესი განათლების უცხოელი ექსპერტები.

სემინარის სამუშაო ენა - ინგლისური.
 
ტრენინგი განკუთვნილია თსუ-ის აკადემიური პერსონალისათვის.

ტრენინგზე დამსწრეთა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია.


თარიღი: 15/03/2019