საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრეინინგი თემაზე: „ნაბიჯები კარიერული წარმატებისაკენ“

2019 წლის 4 დეკემბერს AUF (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართება ტრეინინგი თემაზე „ნაბიჯები კარიერული წარმატებისაკენ“.

ტრენერი:
ლილი ბიბილაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;
კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 
ადამიანური რესურსების  პროფესიონალთა გილდიის დირექტორი.

ტრენინგის მიზნები:
დაეხმაროს  მსმენელს შეიცნოს  საკუთარი თავი , საკუთარი ცხოვრების გზის ვექტორი და ოცნებიდან  მიზნამდე გასავლელი ბილიკების შესაძლებლობები;
გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერისი კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს, ტექნიკას;
შეიგრძნოს მიღწევისა  და წარმატების გემო.
    5 საათის განმავლობაში მსმენელები გაერკვევიან შემდეგ პუნქტებში:
1. ვიცნობ მე საკუთარ თავს? (პრაქტიკული სავარჯიშო);
2. ტერმინალური და ინსტუმენტული ფასეულობები;
3. მოკლედ ემოციური ინტელექტის შესახებ;
4. სხეულის ენა;
5. რეკრუტერის მოხიბვლის ხელოვნება (ჯგუფური სავარჯიშო).

სამიზნე აუდიტორია:
- საქართველოში AUF -ის  წევრი უნივერსიტეტების სტუდენტები და მასწავლებლები 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი

მისამართი: თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი #3


თარიღი: 26/11/2019