საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა, რომელიც თსუ-ის ბიბლიოთეკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

 ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე, თსუ-ის ანსამბლი „უნივერსიტეტი", ფოლკლორული ანსამბლი "უნივერსიტეტი" და თეატრალური დასი „სხვენი".

თარიღი: 14/12/2023